logo
ENG



"ამაში არაფერია საშიში. თავს ვგრძნობ გადასარევად" - იმნაძე პირდაპირ ეთერში აიცრა

15 მარ 202109:07
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

როგორც იმნაძემ ვაქცინის გააკეთების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავს კარგად გრძნობს და კოლეგებს მოუწოდებს, რომ აცრა გაიკეთონ. 

"დღეს მნიშვენლოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს იწყება ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს და ჩემ კოლეგებს, იმისათვის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას. გავიკეთე ვაქცინა. ამაში არაფერია საშიში. თავს ვგრძნობ გადასარევად", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყოპირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.

 
 
 

close დახურვა